მოგეხსენებათ, "ბაიერნისა" და "ვერდერის" მატჩის დროს იოზუა კიმიხსა და ჟერომ ბოატენგს შორის შელაპარაკება მოხდა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გააკეთა.
"მსგავსი მომენტები მოულოდნელი არაა. ეს ფეხბურთია, რომელიც ემოციური სპორტია."
"ვესაუბრე ორივე ფეხბურთელს და ასევე მთელს გუნდს და ვუთხარი, რომ ასეთი მომენტები მეც მქონია, თუმცა, აუცილებელია ნერვების მოთოკვა." - აცხადებს ფლიკი.