შოკი ბაიერნისთვის  კომანს კვლავ ტრავმის რეციდივი შეემთხვა

შოკი ბაიერნისთვის კომანს კვლავ ტრავმის რეციდივი შეემთხვა

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" სახლში ბერლინის "ჰერტა" ხავი მარტინესის ერთადერთი გოლით დაამარცხა (1:0).

მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკო კოვაჩმა თამაშში ახალგაზრდა ფრანგი გარემარბი, კინგსლი კომანი, ჩართო, მაგრამ კომანმა მოედანზე მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო.

ერთ-ერთი შეტევის დროს კინგსლიმ მარცხენა ფეხი აიტკივა და თამაში ვეღარ გააგრძელა. მასთან თანაგუნდელები მივიდნენ, კომანმა კი მოედანი სამედიცინო შტაბის დახმარებით დამწუხრებულმა დატოვა.

"მან კუნთზე რაღაც იგრძნო. ამჟამად ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. ხვალ ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუ კინგსლის რაიმე სერიოზული სჭირს, მაშინ "ლივერპულთან" თამაშს ვერ მოახერხებს", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა.

ჯერჯერობით უცნობია კინგსლი კომანის დაზიანების დეტალები, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგი იტკიებდა ფეხს, რომელზეც ახლახანს მორიგი ოპერაცია გაიკეთა.

თუ ეს კვლავ იგივე ტრავმის რეციდივია, სავარაუდოდ კომანი მიუნხენურ გრანდს ხანგრძლივი დროით გამოაკლდება.

"ენფილდზე" უგოლო ფრის შემდეგ საპასუხო მატჩი დაახლოებით 3 კვირაში, 13 მარტს, მიუნხენში გაიმართება.


24-02-2019, 00:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0