მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ფრანგული "რენის" სუპერტალანტი, ედუარდო კამავინგა გამოჩნდა.
ფრანგული გამოცემა L,equipe-ს ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კლუბი 100 მილიონ ევროს ითხოვს.
კამავინგა "რენის" აღზრდილი ფეხბურთელია და ის ძირითად გუნდში გასული სეზონიდან მოყოლებული სისტემატიურად თამაშობს.
ახალგაზრდა ნახევარმცველი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად მიიჩნევა და მისი შეძენით "ბაიერნის" გარდა ასევე მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერი" და სხვა ევროპული გრანდებიც არიან დაინტერესებული.