როგორც ჩანს, ჟერომ ბოატენგისა და მიუნხენის "ბაიერნის" გზები სამუდამოდ იყრება.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა ბავარიული კლუბის დატოვება.
წყაროს ცნობით, ცენტრალური მცველის აგენტი, ფალი რამადანი რამდენიმე კვირის წინ ესაუბრა ჰასან სალიჰამიჯიჩს და უთხრა, რომ მის კლიენტს "რეკორდმაისტერის" რიგების დატოვება იანვარშივე სურს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი ფეხბურთელი. თუმცა გადაწყვეტილია, რომ ის "ბაიერნის" რიგებში აღარ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ბოატენგი მიუნხენური გრანდის ღირსებას 2011/12 წლების სეზონიდან მოყოლებული იცავდა.