მიუნხენის "ბაიერნი" რომ ლეროი სანეს შეძენით არის დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.
დღეს გერმანულმა გამოცემა Bild-მა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, 23 წლის გარემარბმა თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის მანჩესტერ "სიტიში" დარჩენას აღარ აპირებს.
მოგეხსენებათ, სანეს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ის ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ აპირებს. შესაბამისად, "სიტის" მისი გაყიდვა მოუწევს თუ არ სურს, რომ შემდგომ უფასოდ დაკარგოს.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა გერმანელი "ბაიერნის" მთავარი სამიზნე იქნება 2020 წელს. სატრანსფერო ფასად კი 100 მილიონი ევრო სახელდება.