მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ მთავარი მწვრთნელის თაობაზე ისაუბრა.
"მე და ჰასან სალიჰამიჯიჩი აქტიურად განვიხილავთ კანდიდატებს. გვსურს, რომ "ბაიერნისთვის" იდეალური გამოსავალი ვიპოვოთ."
"რაც შეეხება ფლიკის მომავალს. მისი გუნდის სათამაშო სტილი არა მარტო ჩვენ, არამედ ფანებსაც ძალიან მოსწონთ. საქმე არა მხოლოდ შედეგებში, არამედ ნაჩვენებ თამაშებშიცაა."
"ბაიერნს მწვრთნელის ხელწერა ეტყობა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულებამდე არაფერი შეიცვლება." - აცხადებს რუმენიგე.