მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ნაყოფიერად გამოყენებას აპირებს.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "ბაიერნი" იანვარში საკმაოდ სოლიდური თანხის, 300 მილიონი ევროს, დახარჯვას აპირებს.
300 მილიონ ევროს "რეკორდმაისტერი" 3 მოთამაშის ტრანსფერში დახარჯავს: ფილიპე კოუტინიო, ლეროი სანე და კაი ჰავერტცი.
23 წლის გერმანელ ვინგერს "ბაიერნი" ჯერ კიდევ ზაფხულში იმატებდა, მაგრამ ყველაფერი ლეროის ტრავმამ გააფუჭა, მაგრამ იანვარში მიუნხენელები მას "მანჩესტერ სიტიდან" 90 მილიონ ევროდ გადაიბირებენ.
ფილიპე კოუტინიო "ბაიერნმა" სეზონის დაწყებამდე "ბარსელონადან" ინათხოვრა და 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.
ბრაზილიელი გერმანიაში კარგად გამოიყურება და ბოლო პერიოდში გუნდის უცვლელი ფიგურაც გახდა. მისი პროგრესით მიუნხენში კმაყოფილები არიან.
20 წლის კაი ჰავერტცი კი გერმანული და სრულიად ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია და ლევერკუზენის "ბაიერში" შესანიშნავად ასპარეზობს.