ბრიტანულმა გამოცემა Mirror-მა მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა.
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო სეზონის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ პრემიერლიგაში დაბრუნდება.
წყაროს ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "რეკორდმაისტერი" მის გამოსასყიდ საფასურს, 120 მილიონ ევროს არ გადაიხდის. გერმანული კლუბი კი ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.
როგორც ცნობილია, კოუტინიოს შეძენასთან ყველაზე ახლოს მანჩესტერ "იუნაიტედი" და ლონდონის "ტოტენჰემი" არიან.