მიუნხენის "ბაიერნი" რომ დორტმუნდის "ბორუსიასგან" ფეხბურთელებს ხშირად ყიდულობს, ეს ამბავი არახალია.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ბორუსიელებმა საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "რეკორდმაისტერს" აკრძალვა დაუწესონ.
კერძოდ, მომავალი სატრანსფერო ფანჯრიდან მოყოლებული მიუნხენელები ვეღარ შეძლებენ "დორტმუნდის" ვერცერთი ფეხბურთელის ყიდვას.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" მეტოქე გუნდიდან ისეთი ფეხბურთელები გადმოიბირა, როგორებიც არიან მარიო გიოტცე, მატს ჰუმელსი და რობერტ ლევანდოვსკი.