ბაიერნის ფორვარდს კინგსლი კომანს ცოტა ხნის წინ უსიამოვნება შეექმნა, როცა გუნდის სავარჯიშო მოედანზე თავისი პირადი მერსედესით მივიდა.
გუნდის წესების მიხედვით, ის და კლუბის სხვა წევრებიც ვარჯიშებზე და თამაშებზე უნდა მივიდნენ აუდით.
აუდი არის ბაიერნის მთავარი სპონსორი, ამიტომ გერმანულ ავტომწარმოებელს ასე სურს.
ეს არ იყო კომანის პირველი ინციდენტი. დაახლოებით ერთი წლის წინ ის მოედანზე მაკლარენით მივიდა და სოლიდური ჯარიმაც დაეკისრა.