ბოლო კვირებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლი" კონტრაქტის განახლებაზე ვერ თანხმდებიან.
უდიდესია იმის ალბათობა, რომ ქართველი გარემარბი კლუბს 2025 წლის ზაფხულში დატოვებს.
ხვიჩა უკვე რამდენიმე დიდ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს, ერთ-ერთი კი "ბაიერნია".
დროზე ადრე კვარას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებენ: თუ კლუბი 100 მილიონ ევროს გადაიხდის.
100 მილიონზე ნაკლები თანხის შეთავაზება ავტომატურად დაიბლოკება.