ლოთარ მათეუსმა ჯამალ მუსიალა დიდი ჰამანის კრიტიკის შემდეგ დაიცვა:
"ჰამანი არის ის, ვისაც უყვარს აზრების წინააღმდეგ წასვლა. მე ამას სრულიად განსხვავებულად ვხედავ. მუსიალა არ არის სოლო შემსრულებელი.
როდესაც ფიულკრუგმა გაიტანა უნგრეთის წინააღმდეგ, ჯამალს შეეძლო ეს თავად გაეკეთებინა.
მუსიალა თამაშობს და მუშაობს გუნდში. ის სულაც არ არის ეგოისტი, როცა ბურთი და შესაძლებლობა აქვს, თანაგუნდელებსაც ეხმარება.
ჯამალი აბსოლუტურად გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. იმის გამო, რომ ის ამას აკეთებს, მას ასევე აქვს უფლება დრიბლინგის გაკეთების."