მიუნხენის "ბაიერნი" უკვე დიდი ხანია, რაც ფლორიან ვირცით არის დაინტერესებული.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ტრანსფერი შეიძლება ძალიან კარგი იყოს მომავლისთვის იმის გამო, რომ თომას მიულერი უკვე "ასაკშია". ვირცი იდეალურად შეეფერება ამ პოზიციას.
"ბაიერნს" ასევე ჰყავს პოლ ვანერი, რომელიც ვარსკვლავურ სეზონს ატარებს "ჰაიდენჰაიმთან" ერთად.
მიუნხენელებს ახლა აქვთ შესანიშნავი ნიჭის ყიდვის საშუალება თუმცა, მას მადრიდის "რეალი" ასე მარტივად არ დათმობს.
ვირცს "ბაიერნის" ხელმძღვანელები ძალიან აფასებენ. ისინი ელიან, რომ დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაჯდება და არა 150 მილიონი ევრო, რასაც "ლევერკუზენი" ითხოვს.
როგორც ჩანს, მადრიდის "რეალს" არ ჰყავს საკმარისი ნიჭიერი ახალგაზრდები და ეს არის კლუბი, რომელსაც აქვს ფინანსური ძალა, იმისთვის რომ "ბაიერნს" ძალიან დიდი კონკურენცია გაუწიოს.
გამოცემები ამბობენ, რომ დღევანდელ ბაზარზე 100 მილიონი ევრო უაღრესად გონივრული თანხაა ვირცისნაირი მოთამაშისთვის.