”ვფიქრობ, თუ ბაიერნს და მანჩესტერს შევადარებთ, ვერ ვიტყვით, რომ ერთი მეორეზე ძალიან დიდია, მაგრამ შესაძლოა საერთაშორისო დონეზე, იუნაიტედი უფრო დიდიც კი იყოს. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გადმოვედი.
მეორე მიზეზი ის არის, რომ "ბაიერნში" თამაშის ორი სეზონის შემდეგ ზაფხულში ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა და მინდოდა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, მრავალი მიზეზის გამო.
იქ თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სხვაგან უკეთ და კომფორტულად ვიქნებოდი." - განაცხადა მაზრაუიმ.