ჟურნალისტი: "პირველი მოლაპარაკებები ჯამალ მუსიალასთან უკვე შედგა. თქვენი აზრით, ვინ არიან "ბაიერნში" მომავლის სახეები მუსიალას გარდა?"
ჰაინერი: "ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო, დაბალანსებული გუნდი. ერთი მხრივ, გვყავს თომას მიულერი და მანუელ ნოიერი, რომლებიც ნაწილობრივ პასუხისმგებელნი იყვნენ "ბაიერნის" ისტორიაში საუკეთესო ათწლეულზე.
შემდეგ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კიმიხი, ლეროი სანე და სერჟ გნაბრი, რომლებიც წლების განმავლობაში "ბაიერნის" გენის მატარებლები გახდნენ.
ჩვენ ასევე გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ჯამალ მუსიალა, პავლოვიჩი და იოსიპ სტანიშიჩი, რომლებიც უკვე წარმოადგენენ მომავალ თაობას და ჩამოდიან კამპუსიდან, რაც ძალიან გვახარებს."