მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა ალექსანდრ ნუბელთან შეთანხმებას მიაღწია.
23 წლის მეკარე "რეკორდმაისტერის" რიგებს სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ნუბელს "შალკესთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და რამდენიმე კვირის წინ მისი "ბაიერნში" გადასვლა ბუნდესლიგის საიტმა დაადასტურა, დღეს კი ტრანსფერი კლუბმაც გააოფიციალურა.