დღეს, 28 სექტემბერს, "ბაიერნისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში ჰარი კეინმა დაზიანება მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუწია.
დრეზენს მატჩის დასრულების შემდეგ მის მდგომარეობაზე ჰკითხეს. მისი პასუხი კი ასეთი იყო:
"მან დარტყმა მიიღო, მაგრამ როგორც ექიმებმა თქვეს, ალბათ არაფერია სერიოზული. ხვალ ისევ უნდა გადავამოწმოთ."