დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა ალექსანდრ ნუბელის ტრანსფერი დაადასტურა.
აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდგომ გელზერკიხენის "შალკემ" 23 წლის კიპერს კაპიტნის სტატუსი ჩამოართვა.
ეს გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ ვაგნერმა შემდეგნაირად განმარტა:
"ყველა დადებითი და უარყოფით მხარეები შევადარეთ და გადავყწვიტეთ, რომ უმჯობესია, თუ ის არმაბანდს აღარ ატარებს. ალექსი კვლავ გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ, ამ გზით არეულობებს ავიცილებთ თავიდან." - აცხადებს ვაგნერი.