მიუნხენის "ბაიერნს" გუნდის მარცხენა მცველი, ლუკას ერნანდესი უბრუნდება.
ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე განაახლა ვარჯიში და დღეს მინდორზეც შეძლო გამოსვლა.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ერნანდესი იანვრის ბოლოს უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ძირითად შემადგენლობაშიც შეძლებს თამაშს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელმა დაზიანება გასული წლის ოქტომბერში მიიღო.