იულიან ნაგელსმანი ბოსნიაჰერცოგოვინასთან გამარჯვებაზე:
„ჩვენ არც ისე კარგად დავიწყეთ და პირველ ათ წუთში ბურთი ერთ მხარეს ზედმეტად შევინარჩუნეთ.
როცა ეს მოვაწესრიგეთ, კარგი იყო და დომინანტები ვიყავით. ჩვენი უპირატესობის გათვალისწინებით, შეგვეძლო მეტი გოლის გატანა.
რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ედინ ჯეკო საჯარიმოში ასე თავისუფალი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუნდმა ამის შემდეგ შეინარჩუნა კონტროლი.
ჩვენ არ გვინდოდა ბევრ რისკზე წასვლა." - თქვა ნაგელსმანმა.