ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" სერიოზულად არის დაინტერესებული დავიდ ალაბას დამატებით.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გააკეთა.
"დავიდი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის არ იყიდება. ეს ყველაფერი უბრალო ჭორებია." - აცხადებს ფლიკი.