„უნდა გითხრა რაღაც, რაც არასდროს დამავიწყდება. ამერიკის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის შემდეგ - მათი მწვრთნელი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "შენ ხარ შემდეგი ხავი მარტინესი".
რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვინ იყო ხავი და რას მიაღწია "ბაიერნთან" ერთად, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო ახლოს დავინახე, როცა მის თამაშს ვუყურე.
სასიამოვნო იყო მასთან შედარება, მაგრამ არასდროს მინდოდა მისი კოპირება. ის ხავია, მე ჟოაო“, - განუცხადა პალინიამ "ბაიერნის" ოფიციალურ გვერდს.