მოგეხსენებათ, 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდება "ბარსელონას".
მატჩამდე რამდენიმე კვირით ადრე კატალონიელთა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა ტრავმა მიიღო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას.
17 წლის ფეხბურთელმა შაბათს ერთა ლიგაზე დანიასთან 1-0 გამარჯვება ბარძაყის არეში დისკომფორტით დაასრულა და ნახეს, რომ სტადიონს კოჭლობით ტოვებდა.
მოგვიანებით 'RFEF'-მა გაავრცელა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ლამინეს გაუკეთდა ტესტები, რათა შეეფასებინათ მისი დაზიანება.
ტესტმა არ გამოავლინა სტრუქტურული დაზიანება, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით ფეხბურთელი შემდეგ მატჩს გამოტოვებდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იამალი 17 ოქტომბერს დაბრუნდება.