ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა პირველი წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
აღნიშნული პრიზი მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის ერგო. პოლონელმა თავდამსხმელმა ხმების 44.7% მიიღო.
მეორე ადგილზე "ლაიფციგის" ფორვარდი, ტიმო ვერნერი გავიდა 14.7%-ით, მესამეზე კი - ჯეიდონ სანჩო, 6.7%-ით.
გამოკითხვაში სულ 239-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.