ლონდონის "ჩელსის" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა გამოჩნდა.
ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, "არისტოკრატები" მზად არიან ავსტრიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
მოგეხსენებათ, ლონდონურ კლუბს სატრანსფერო ბანი მოეხსნა და როგორც ჩანს, რომან აბრამოვიჩი ჯიბის საკმაოდ შეთხელებას აპირებს.
ფლიკის განცხადებით, "რეკორდმაისტერი" ალაბას გაყიდვას არ აპირებს, თუმცა, ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 18 თვეში ეწურება და შესაბამისად, მის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევის გაღებაც მოუწევს.