მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ლონდონის "კრისტალ პალასის" გარემარბი, ვილფრიდ ზაჰა გამოჩნდა.
ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები 27 წლის ფეხბურთელის აგენტთან.
წყაროს ცნობით, თავად კოტ-დივუარელს კლუბის გამოცვლა სურს და იგი თანახმაა გერმანიაში გადმობარგებაზე, თუ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება.
როგორც ცნობილია, "პალასი" ზაჰას 72 მილიონ ფუნტად აფასებს. თუმცა, "ბაიერნს" მისი შეძენა შედარებით იაფად სურს.