ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟერომ ბოატენგი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს.
აღნიშნულ თემაზე კითხვა "მეთოფეების" დამრიგებელს, მიკელ არტეტას დაუსვეს, რაზეც მან შემდეგნარად უპასუხა:
"ვადასტურებ, გარკვეულ ტრანსფერებზე მართლაც ვმუშაობთ, თუმცა, ამჟამად საჯარო განცხადებას ამ თემაზე ვერ გავაკეთებ."
"როდესაც კლუბი რაიმე ტრანსფერს გააკეთებს, ამას ყველა ერთად გავიგებთ." - აცხადებს არტეტა.