მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის ბოლო ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ოპერაცია ჩაიტარა.
პოლონელმა ფეხბურთელმა აღდგენითი ვარჯიშები უკვე დაიწყო და მისივე თქმით, ის მალე დაუბრუნდება მინდორს.
"ოპერაციამ ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რაც უკეთესია ჩემთვის."
"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვფიქრობ, "ჰერტასთან" თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდები." - აცხადებს ლევანდოვსკი.