19 იანვარს ბუნდესლიგის მეორე წრე განახლდება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "ჰერტას" დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრას "რეკორდმაისტერი" დიდი დანაკლისით შეხვდება. კერძოდ, კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კინგსლი კომანი დედაქალაქელებთან ვერ ითამაშებს.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ფრანგი შემტევი მომავალი მატჩისთვის მზად იქნებოდა. თუმცა, კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ის თვის ბოლომდე ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას.
გარდა ამისა, დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა სერჟ გნაბრიმ და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა გერმანელის ტრავმა.