გასულ წელს აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის შესახებ, რომ ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა შემტევი, კალუმ ჰადსონ ოდოი მიუნხენის "ბაიერნში" გადმობარგდებოდა, თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.
ამის მიზეზი 19 წლის ფეხბურთელის თანაგუნდელმა, ანტონიო რუდიგერმა განმარტა.
"რა თქმა უნდა, მან მკითხა აზრი "ბაიერნის" შესახებ, მე კი ვუთხარი, რომ ეს დიდებული კლუბია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო."
"სატრანსფერო ბანმა და ედენ აზარის წასვლამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ტრანსფერზე. სწორედ ეს გახდა ოდოის დარჩენის მიზეზი." - აცხადებს რუდიგერი.