მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" ამჟამად ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფება, სადაც მეორე წრისთვის ვარჯიშებს ატარებს.
"რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ვარჯიში შემდეგ ჰანს ფლიკმა დახურული შეხვედრა გამართა, სადაც თავის მოთამაშეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"ჩვენ ვართ მიუნხენის "ბაიერნი". ჩვენ გვაქვს დიდი მიზნები. ვალდებულები ვართ ყველას წინაშე, რომ სამივე ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ."
როგორც ჩანს, ფლიკი საკმაოდ მოტივირებულია და მიმდინარე სეზონში გუნდი მხოლოდ საუკეთესო შედეგებისთვის იბრძოლებს.