მიუნხენის "ბაიერნის" ტალანტმა, იოშუა ცირკზემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც კლუბი კინაღამ დატოვა.
"ევერტონი ჩემს ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობდა და სიმართლე გითხრათ, ლივერპულში გადასვლასთან ახლოსაც ვიყავი."
"ამ პერიოდში ინგლისელებს რონალდ კუმანი წვრთნიდა, თავდასხმის ხაზში კი პრობლემები ჰქონდათ და "ევერტონში", ფაქტობრივად, კონკურენტიც კი არ მეყოლებოდა."
"კლუბმა კონტრაქტიც შემომთავაზა და წასვლაზეც სერიოზულად ვფიქრობდი, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი "ბაიერნზე" შევაჩერე." - აცხადებს ცირკზე.