მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა ყატარული შეკრებიდან დროზე ადრე დაბრუნდა შინ.
მიზეზი სასიხარულოა. 27 წლის ფეხბურთელსა და მის მეუღლეს, იულიას მეორე შვილი შეეძინათ. შესაბამისად, ტიაგომ შეკრებიდან გაშვება ითხოვა.
სამწუხაროდ, დოჰადან უსიამოვნო ამბებიცაა. კერძოდ, იოზუა ცირკზემ დაზიანება მიიღო და მან დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა მისი ტრავმა.