მიუნხენის "ბაიერნის" ტრავმირებულთა სია ყოველდღიურად იზრდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ბერლინის "ჰერტასთან" გასამართ შეხვედრაში "რეკორდმაისტერს" კიდევ ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება.
კერძოდ, საუბარია სერჟ გნაბრიზე. გერმანელმა ვინგერმა დაზიანება ყატარულ შეკრებაზე მიიღო და უკვე გადაწყვეტილია, რომ ის 19 იანვარს, მეორე წრის გახსნით თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო "ბაიერნს" დედაქალაქელებთან ასევე ვერ დაეხმარებიან კომანი, ზულე, ხავი მარტინესი და ლუკას ერნანდესი. იოზუა კიმიხი კი დისკვალიფიცირებულია.