მიუნხენის "ბაიერნი" რომ ლეროი სანეს დამატებით არის დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.
დღეს ჰასან სალიჰამიჯიჩმა ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კლუბი ზამთარში ტრანსფერს არ განახორციელებს.
ამის მიუხედავად, გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ახალგაზრდა ვინგერს მაინც დაიმატებს, ოღონდ ზაფხულში.
მიზეზი კი გახლავთ ის, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სანეს "სიტისთან" კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით ექნება დარჩენილი, ეს კი მის ფასს ერთი-ორად შეამცირებს.
"ბაიერნში" იმედოვნებენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სანეს ჩაგდებას იაფად შეძლებენ და შესაბამისად, დაჩქარებას არ აპირებენ.