მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე ტალანტი გამოჩნდა.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" თვალი "ევერტონის" ახალგაზრდა ფორვარდს, ენტონი გორდონს დაადგა.
18 წლის ფეხბურთელი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერია და ის ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება.
გორდონის სატრანსფერო ფასს ამჟამად 1.5 მილიონი ევრო შეადგენს.