მანუელ ნოიერის კომენტარი "ლევერკუზენთან" მარცხზე:
"ნამდვილად დიდი იმედგაცრუებაა. წითელი ბარათის შემდეგ ადვილი არ იყო. ბიჭებმა ყველაფერი სცადეს და ბევრი იშრომეს, მათ ვერ დააბრალებ. მე გუნდს ბოდიში მოვუხადე.
ნოიერი წითელ ბარათზე: „მე არ მიცდია ფეხბურთელის დაშავება, ბურთის მოპოვება ვცადე, მაგრამ დროულად ვერ მივაღწიე.
იმედი მქონდა, რომ ის თამაშგარე მდგომარეობაში იქნებოდა. ახლა ვერ შევცვლი. ეს შეცდომა იყო და უნდა მივიღო, სამწუხაროდ სხვა გზა არ მაქვს.
წითელმა ბარათმა გადაწყვიტა თამაში. ეს გვტკივა და ვწუხვარ."