რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" კოტ-დივუარელი შემტევის, ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერზე მუშაობდა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ზემოხსენებული ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი კი ვერ შეთანხმებაა.
წყაროს ცნობით, მიუნხენელებს 27 წლის ფეხბურთელის დამატება ნახევარწლიანი იჯარით უნდოდათ, "კრისტალ პალასს" კი მხოლოდ მისი გაყიდვა სურს.
შეგახსენებთ, რომ ზაჰას სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს.