რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ გუნდი ტრანსფერებს ვერ განახორციელებს.
43 წლის სპეციალისტმა ზემოხსენებული განცხადების მიზეზი განმარტა.
"ჰანსი კლუბისგან სრულ მხარდაჭერას გრძნობს, მაგრამ, ტრანსფერები ორ მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული."
"პირველ რიგში, ეს გახლავთ ფინანსური სტრუქტურა, მეორე კი კლუბის ფილოსოფია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაბამისი ფეხბურთელების დამატება რთულია." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.