მიუნხენის "ბაიერნი" რომ ახალი მარჯვენა მცველის ძიებაშია, ეს ამბავი არახალია.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად კატალონიის "ბარსელონას" მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ გამოჩნდა.
წყაროს ცნობით, ბავარიული კლუბი 26 წლის ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება.
შეგახსენებთ, რომ თავად "ბარსელონას" იოზუა კიმიხის დამატება სურს და შესაძლოა, სემედუ სწორედ ამ ტრანსფერში იქნას გამოყენებული.