მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა თავის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ამჟამად მთლიანად კონცენტრირებული ვარ მიმდინარე სეზონზე და კლუბთან ერთად წარმატების მიღწევაზე."
"რა იქნება მომავალში? სეზონის დასრულების შემდეგ დავსხდებით და მოვილაპარაკებთ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება დავრჩები თუ არა "ბაიერნში". - აცხადებს მიულერი.