„Mundo Deportivo“-ს ინფორმაციით, რომელიც ინგლისურ წყაროებს ეყრდნობა, მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი, ლეროი სანე სეზონის დასრულების შემდეგ ესპანეთში გადასვლას გეგმავს.
28 წლის გარემარბის კონტრაქტი ზაფხულში იწურება და მხარეებს შორის შეთანხმება გახანგრძლივების საკითხში ჯერ ვერ მიღწეულა.
სანე კვლავ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ გარემარბად მსოფლიო ფეხბურთში, რაც უკვე იწვევს მრავალი ევროპული კლუბის ინტერესს.
პრემიერ ლიგიდან „არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ სანეს გაფორმებით დაინტერესებულთა სიაში არიან.
თუმცა, როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელს სხვა მიზნები აქვს.
ინგლისური მედიების ინფორმაციით, სანეს სურს "ბარსელონაში" თამაში და ის პრიორიტეტს კატალონიურ კლუბს მიანიჭებს, ვიდრე პრემიერ ლიგაში დაბრუნებას.
დეკო და „კამპ ნოუს“ სატრანსფერო გუნდი უკვე განიხილავენ ფლანგის გაძლიერების ვარიანტებს 2025/26 წლების სეზონისთვის და სანეს სახელი, სავარაუდოდ, განხილვის საგანი უახლოეს თვეებში გახდება.