მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში მარჯვენა მცველის დიდი პრობლემაა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, რაფინიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის "რეკორდმაისტერის" რიგებში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
"ბრაზილია ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი გული "ბაიერნს" ეკუთვნის. თუ კლუბს დავჭირდები, მე მზად ვარ დავეხმარო. მათ შეუძლიათ დამირეკონ." - აცხადებს რაფინია.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ვეტერანმა "ბაიერნის" რიგებში 8 წელი გაატარა.