მიუნხენის "ბაიერნის" ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ბერლინის "ჰერტასთან" გასამართ შეხვედრაში კლუბს ერთბაშად ორი ლიდერი დაუბრუნდება.
საუბარია რობერტ ლევანდოვსკისა და სერჟ გნაბრიზე. ამ უკანასკნელმა უკვე განაახლა ბურთთან ვარჯიში და ის დედაქალაქელებთან სათამაშოდ მზად იქნება.
რაც შეეხება პოლონელ თავდამსხმელს, ის ხვალიდან განაახლებს ბურთით ვარჯიშს და სავარაუდოდ, "ჰერტასთან" თამაშს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ლაზარეთში კვლავ რჩებიან ლუკას ერნანდესი, ნიკლას ზულე, ხავი მარტინესი და კინგსლი კომანი.