მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავი მარტინესმა ჯამალ მუსიალას შესახებ გულახდილი შეფასებები გააკეთა და გაიხსენა მისი პირველი ნაბიჯები კლუბის ძირითად გუნდში:
„პირველი ვარჯიშებიდანვე ვხედავდით, რომ ის განსაკუთრებული იყო. როცა ის გუნდს შემოუერთდა, 20 კილოს იწონიდა [იცინის].
ცოტათი უხერხულიც კი იყო მისი დაჯახება, რადგან ვფიქრობდით, რომ ვატკენდით – იმდენად მსუბუქი იყო. მაგრამ როგორც კი ბურთს იღებდა, მაშინვე ხვდებოდი, რომ ის განსაკუთრებულია, რომ ბურთის წართმევა შეუძლებელი იყო, რომ ძალიან სწრაფი და უნარიანი იყო.
მისი განვითარება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვიცოდით, დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, მისი განვითარება კიდევ უფრო დიდი იყო, ვიდრე წარმოვიდგენდით.
ჩემი აზრით, მას საზღვრები არ აქვს. ის მრავალი წლის განმავლობაში იქნება მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.“