„ბაიერნის“ ინტერესი ფლორიან ვირცის მიმართ ნამდვილად არ წარმოადგენს საიდუმლოს. „ლევერკუზენის“ ახალგაზრდა ვარსკვლავის მომავალი კვლავ გაურკვეველია, თუმცა „ბაიერნი“ ყველა შესაძლებლობას განიხილავს, რათა გერმანელი ტალანტი საბოლოოდ „ალიანც არენაზე“ გადაიყვანოს.
Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობს საპატიო დირექტორთა საბჭოს წევრი ული ჰიონესი.
ული ჰიონესს ვირცის მამასთან/აგენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც მოლაპარაკებების ნაწილს უფრო პერსონალურ ხასიათს სძენს.
მაქს ებერლი უკვე დაუკავშირდა ვირცის ბანაკს რამდენიმე კვირის წინ.