ჯამალ მუსიალას წარმომადგენლებმა “ბაიერნს” პირველი კონკრეტული წინადადება წარუდგინეს, რომელიც მოიცავს დაახლოებით 175 მილიონ ევროიან გამოსყიდვის პუნქტს. მათი არგუმენტით, რაც უფრო ხანგრძლივია კონტრაქტი (სავარაუდოდ 2030 წლამდე), მით უფრო საჭიროა ასეთი პირობა.
თუმცა, “ბაიერნი” ტრადიციულად ეწინააღმდეგება გამოსყიდვის პუნქტებს და არ სურს ამის ჩართვა კონტრაქტში.
რაც შეეხება ანაზღაურებას, მუსიალასთვის არ არის აუცილებელი, რომ ის კლუბის უმაღლესი ანაზღაურების მქონე მოთამაშე გახდეს. ამ საკითხზე მხარეები თანხმობას უახლოვდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ “ბაიერნი” სწრაფ შეთანხმებას იმედოვნებდა, მოლაპარაკებები შესაძლოა უფრო ხანგრძლივი გახდეს.