გასულ წელს ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ტიმო ვერნერის ტრანსფერთან ახლოს იყო.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკეთა.
"ტიმო კარგი ფეხბურთელია და მას ბრწყინვალე პირველი წრე ჰქონდა, თუმცა, ჩვენ გვყავს ლევანდოვსკი."
"მისი სისწრაფის გამო ტიმოს უფრო მეტი სივრცეები სჭირდება. სამწუხაროდ, ვერნერი ჩვენი გუნდის ფილოსოფიას ვერ ერგება." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.