მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" ახალ მარჯვემა მცველს აქტიურად ეძებს.
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად დონეცკის შახტარის ბრაზილიელი მცველი, დოდო გამოჩნდა.
წყაროს ცნობით, ბავარიულმა გრანდმა პირველი შეთავაზება უკვე გააკეთა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ და კლუბი მზადაა, 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
როგორც ცნობილია, თავად დონეცკელებს ხსენებული შეთავაზება არ აკმაყოფილებთ და ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონი ევროს მიღება სურთ.