მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში სერიოზული უთანხმოებაა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ჰასან სალიჰამიჯიჩი გუნდის ახალწვეულს ალექსანდრ ნუბელს დაპირდა, რომ მას გარკვეული სათამაშო დრო მიეცემა, სეზონში 8-10 თამაშის სახით.
თუმცა, წყაროს ცნობით, აღნიშნული პირობა მანუელ ნოიერთან არ იყო შეთანხმებული და ეს უკანასკნელი არ აპირებს, რომ სათამაშო დრო შეიმციროს. იგი კატეგორიულ უარზეა რომ დრო სხვა ფეხბურთელს დაუთმოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელი ინფორმაციით ნოიერის დამატებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული და ნუბელის ტრანსფერმა გუნდის კაპიტნის წასვლის შანსები შესაძლოა გაზარდოს.